თეგი: თურქული გემი

ხერსონის პორტში თურქულ გემს რუსული რაკეტა მოხვდა - Reuters

უკრაინის სამხრეთით, ქალაქ ხერსონის პორტში რუსული რაკეტა მოხვდა თურქეთის საკუთრებაში არსებულ გენერალურ სატვირთო გემს, რის შედეგადაც ხანძარი გაჩნდა. ეკიპაჟის წევრები გემზე არ იმყოფებოდნენ. მსხვერპლი არ არის. სააგენტო Reuters-ის ინფორმაციით, გემი „ტუზლა“ ხერსონის პორტში 2022 წლის თებერვლიდან არის ჩარჩენილი. გემი კომპანია Cayeli Shipping-ი დაქვემდებარებაშია.  ეს კომპანია კომენტარისთვის ხელმისაწვდომი არ არის. სააგენტო წყაროებზე დაყრდნობით წერს, რომ უკრაინის პორტებში, მათ შორის ხერსონში ჩარჩენილია 12 თურქული გემი, რომლებზეც ხორბლის და სხვა პროდუქტების ექსპორტის შესახებ, გაეროს და თურქეთის შუამავლობით მიღწეული შეთანხმება არ ვრცელდება. ხსენებული შეთანხმებით, გემებს, რომლებსაც უკრაინიდან პროდუქცია გააქვთ, სტამბულში მოქმედი სპეციალური ცენტრი უწევს კოორდინაციას.    

Reuters: შავ ზღვაში თურქული გემი გაუჩინარდა

თურქული გემი 12-კაციანი ეკიპაჟით შავ ზღვაში კვირას ძლიერი შტორმის გამო დაიკარგა. იტყობინება Reuters-ი. გავრცელებული ინფორმაციით, ადგილობრივმა ხელისუფლებამ ეკიპაჟის წევრებთან კონტაქტი ვერ დაამყარა. გემის კაპიტანმა გამოაცხადა, რომ ხომალდი ჩრდილო-დასავლეთ თურქეთის მახლობლად მდებარე ტალღისკენ მიემართებოდა. უამინდობამ ხელი შეუშალა სამძებრო-სამაშველო ჯგუფების შესვლას იმ ტერიტორიაზე, სადაც გემი გაუჩინარდა. სააგენტოს ცნობით, ოფიციალური ძებნის ოპერაცია დაიწყება მას შემდეგ, რაც ამინდი გაუმჯობესდება.